თამაშგარე

16:58 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი მოდელის უცნაური იდეა

იაპონელი ფოტო-მოდელი და მსახიობი იუნ ჰასეგავა მის სამშობლოში ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ბოდრი არტით, ანუ ტანის მოხატვის ხელოვნებით დაინტერესდა და ამ საქმეში არც მეტი, არც ნაკლები სუმოს მებრძოლები ჩართო. უფრო სწორად, აპირებს სუმოისტები როგორც მოდელები გამოიყენოს.

რამდენად ლამაზი და ესთეტიური სანახავი იქნება ხორცმოთანთალე სუმოისტების შეღებილი სხეულებს ხილვა - ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ იდეას იაპონიაში უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რადგან იაპონიაში მრავალ ადამიანს სუმოსადმი ლამის რელიგიური გრძნობები ამოძრავებს.

იყო დრო, როდესაც სუმოს არსებობის შესახებაც კი იაპონიის საზღვრებს გარეთ პრაქტიკულად არავინ იცოდა, მაგრამ თანამედროვეობამ სპორტის ეს საინტერესო და ორიგინალური სახეობა ნამეტანავად პოპულარულად აქცია და ახლა უკვე საქმე მებრძოლების ტანის მოხატვამდეც კია მისული.

0.160579