თამაშგარე

13:40 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი და იღბლიანი - ვალენტინა ვინიალი

იტალიელი კალათბურთელი ვალენტინა ვინიალი ერთი შეხედვითაც კი ლამაზი, მიმზიდველი და გამორჩეული რომაა, სწორედ ამიტომაცაა აღიარებული არამხოლოდ იტალიელ, არამედ ზოგადად ევროპელ სპორტსმენ ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სექსუალურ ქალად.

ვალენტინა უკვე 29 წლისაა მოყრილი და სოციალურ ქსელებში მის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება ლამაზმანთა დიდი კოჰორტის სათავეში. არადა იღბალი, გაუტეხლობა და ექიმთა პროფესიონალიზმი რომ არა, შესაძლებელია ამ ქალზე სულ სხვა ნოტებით გვესაუბრა.

ვალენტინას ამ რვა წლის წინ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თავიდან მეტად მძიმე პერსპექტივებიც დაისახა. თუმცა, ვინიალიმ ეს დაავადება ექიმთა დიდი დახმარებით მაინც დაამარცხა და თან ისე, რომ სპორტზეც არ აცრუებია გული. აბა ასეთი მხნე და მაგარი გოგო გამორჩეული რომ იქნება - ამაში რა არის გასაკვირი?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141112