ფეხბურთი

0:14 | 31.08.2020 | ნანახია 1030 - ჯერ

"მილანი" სანდრო ტონალის დაიმატებს

იტალიურმა „მილანმა“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა. Sky Sport-ის ცნობით, ლომბარდიელებმა „ბრეშასთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და 20 წლის ნახევარმცველი კარიერას „როსონერიში“ გააგრძელებს.

ტონალი „მილანში“ ერთწლიან იჯარით გადავა, თუმცა გაისად კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. იჯარის სანაცვლოდ „როსონერი“ 10 მილიონი ევროს გაიღებს, ხოლო სრულად გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება.

ნიჭიერი ფეხბურთელისთვის „ინტერიც“ იბრძოდა, თუმცა ანტონიო კონტემ აქცენტი უფრო გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთა და მისი კლუბიც ბრძოლას გამოეთიშა.

სანდრო ტონალიმ გასულ სეზონში სერია A-ში კარიერაში პირველად ითამაშა და 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა, რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ნიჭიერმა ფეხბურთელმა "სკუადრა აძურაში" დღემდე 3-ჯერ ითამაშა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:28 | 01.09.2020
alfadhirhaiti (7518)

.

13:00 | 31.08.2020
sabonis (9584)

ესენი, ხომ იჯარებიდან და ნათხოვრობიდან ვერ გამოვიდნენ რა.

12:07 | 31.08.2020
KoRBeN DaLLaS (24824)

იმედია "მილანის" ახალ ლეგენდასთან გვაქვს საქმე. ვნახე რამდენჯერმე და აშკარად დატოვა შთაბეჭდილება, რომ უბრალო ბიჭი არ არი.

0.130741