ფეხბურთი

23:41 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი: "კუმანისთვის საუკეთესო ამბავი მესის წასვლა იქნება"

ვეტერანმა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა აჰმედ ჰოსამ მიდომ ლიონელ მესისა და რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა. აფრიკელს „აიაქსში“ თავის დროზე კუმანის ხელმძღვანელობით უმუშავია და კარგად იცნობს.

სწორედ აქედან გამომდინარე მიდო ფიქრობს, რომ კუმანისთვის საუკეთესო ამბავი იქნება „ბარსელონადან“ მესის წასვლა.

„კუმანი ჩემი მწვრთნელი იყო ორწელნახევარი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავიდა, ის ჯერ კიდევ ვერ უმკლავდება ძლიერი თვისებების მქონე ფეხბურთელებს. მას არ სურს გუნდში ისეთი მოთამაშე, რომელსაც საკუთარი მოსაზრება გააჩნია.

ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ვინც მყოფილია და ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ მესი თუ დარჩება ბევრ სირთულეს გადააწყდება. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება კუმანისთვის მოხდეს, მესის წასვლაა. კუმანი ვერ შეძლებს გასახდელში თავისი იმპერის აშენებას თუ მესი დარჩება“, - თქვა მიდომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებას ცდილობს და უკვე რამდენიმე დღეა ეს ამბავი ცნობილია. კლუბთან კონტრაქტი ლეოს კიდევ ერთი წელი აკავშირებს და მისი იურისტები ამ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობენ.

0.112512