ფეხბურთი

19:44 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "იმედია, ზიეჩის ტრავმა სერიოზული არ იქნება"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული ჰაკიმ ზიეჩი პირველივე მატჩში დაშავდა. მაროკოელის დებიუტი „ბრაიტონთან“ სპარინგში შედგა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

„არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იმედოვნებს, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება და ზიეჩი მალე მის განკარგულებაში დაბრუნდება.

„მან კარგად ითამაშა, რადგან ძალიან მაღალი დონის ხარისხი აჩვენა. თუმცა სამწუხაროდ მუხლის პრობლემა ჰქონდა. როგორც ჩანს, მცირე დაზიანებაა, მაგრამ სიტუაცია უკეთ უნდა შევაფასოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ ჰაკიმ ზიეჩი ამსტერდამის „აიაქსიდან“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.

0.112413