ფეხბურთი

18:31 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე ტიაგოს "ლივერპულში" ტრანსფერზე: "ველოდებით შეთავაზებას"

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოსაა. „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინ რუმენიგემ ეს ინფორმაცია გერმანულ მედიასთან დაადასტურა.

„ველით, რომ ამ დღეეში წინადადებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლო ჩვენება, რომ მაღალ დონეზე თამაშობს, დიდ მატჩებშიც კი“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, ტიაგო ალკანტარა „ბაიერნში“ 2013 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 235 მატჩში 31 გოლი გაიტანა, 7-ჯერ ბუნდესლიგა მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109793