ფეხბურთი

16:53 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" ირლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ვულვზის“ მცველი მეტ დოჰერტი დაიმატა. როგორც ინგლისური კლუბი იტყობინება, ირლანდელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა და ამიერიდან დოჰერტი „მამლებისთვის“ გაირჯება.

მეტ დოჰერტი „ვულვზში“ 2010 წლიდან თამაშობდა და 302 შეხვედრაში 28 გოლის გატანა მოახერხა, ირლანდიის ნაკრებში კი მის ანგარიში 9 თამაში და 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110433