ლიონელ მესი „ბარსელონას“ წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, დადასტურდა და დღეს დილით ბაზაზე ყველა ფეხბურთელი მივიდა არგენტინელი შემტევის გარდა.
შედეგად, მესის არ გაუვლია ტესტირება კორონავირუსზე, რასაც ლა ლიგის პროტოკოლი ვარჯიშების დაწყების წინ ითვალისწინებს. ცხადია, ეს ლიონელის ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.
ამასთან, Cadena Ser-ი იტყობინება, რომ 700 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტი, რომელსაც კლუბი მესის ედავება, ძალაში აღარ არის და მას ვადა ჯერ კიდევ გასულ წელს გაუვიდა.
შეგახსენებთ, მესის მომავალს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ და მოსალოდნელია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.