სხვა

4:49 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის პირველი ეტაპი ალექსანდერ კრისტოფმა მოიგო

ქალაქ ნიცაში სტარტი აიღო ტურ დე ფრანსმა, რომლის პირველ ეტაპზეც, სპრინტერულ ბრძოლაში გამარჯვება „UAE ტიმ ემირატსის“ ნორვეგიელმა ალექსანდერ კრისტოფმა მოიპოვა. საფინიშო სპურტში მან მაოფლიოს ჩემპიონს, დანიელ მადს პედერსენს (ტრეკ-სეგაფრედო) აჯობა. კრისტოფისთვის ეს ფრანგულ ველომარათონზე მოგებული მეოთხე ეტაპია.

რბოლა წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და სველ გზაზე რამდნმე ინციდნტი მოხდა. მათ შორის, ბოლო იყო ფინიშამდე 3 კილომეტრით ადრე, როცა რამდენიმე ველომრბოლი დაეცა და გზა ჩაიხერგა. 156-კილომეტრიანი დისტანციის დასაწყისში, დაცემას ვერც ტურის ორგზის ჩემპიონი, კოლუმბიელი ნაირო კვინტანა გადაურჩა. ფავორიტ ეგან ბერნალის (კოლუმბია) ერთ-ერთი „ლეიტენანტი“, რუსი პაველ სივაკოვი კი ორჯერ დაეცა.

ბოლო ინციდენტისას, ორი ფრანგი ფავორიტი, ტიბო პინო (გრუპამა-FDJ) და ჟულიან ალაფილიპიც დაეცა. ორივემ ფინიშს 4 წუთის დაგვინებით მიღწია, მაგრამ რადგან შემთხვევა ფინიშამდე 3-კილომეტრიან ზონაში მოხდა, ორიცეს ის დრო ჩაეთვალა, რა დროშიც რბოლა პელოტონმა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093261