ჩოგბურთი

4:04 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკამ ტრავმის გამო ცინცინატის ფინალი ვერ ითამაშა

იაპონელმა ნაომი ოსაკამ ბარძაყის ტრავმის გამო, ცინცინატის ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენის ფინალში თამაში ვერ შეძლო და ტურნირის ჩემპიონის ტიტული უბრძლველად დაუთმო ბელარუს ვიქტორია აზარენკას.

ოსაკამ ეს ტრავმა ნახევარფინალში მიიღო და ფინალამდე მისი მოშუშება ვერ მოასწრო. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ფინალში თამაშს ვერ ახერხებდა.

„ვწუხვარ, მაგრამ ტრავმის გამო, ფინალში ვერ ვითამაშებ. მარცხენა ბარძაყი გუშინ, მეორე სეტის ტაიბრეიკზე დამეჭიმა და ღამის განმავლობაში მისი მოშუშება ვერ შევძელი. ძალინ ემოციური კვირა იყო და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მქომაგობდა“, - განაცხადა ოსაკამ.

იაპონელ ჩოგბურთელს არაფერი უთქვამს იმაზე, ამ ტრავმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს.

0.121097