ფეხბურთი

10:28 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ისტორიაში პირველი ამერიკელი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ვესტონ მაკკენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგე კონტრაქტს ხელი მოაწერა.

მაკკენი „იუვეს“ ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით დაიცავს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18.5 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ მაკკენი პირველი ამერიკელია, რომელიც "ბებერი ქალბატონის" რიგებში ითამაშებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ფეხბურთელების ყურებით გავიზარდე და მათ ვიდეო თამაშებში ვირჩევდი. ეს არის ოცნება, რომელიც ამიხდა“, - თქვა ამერიკელმა.

ვესტონ მაკკენიმ „შალკეში“ 91 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, აშშ-ს ნაკრებში კი 19 თამაშში მეტოქეები 6-ჯერ დაამწუხარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115643