ჩოგბურთი

0:37 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-80 ტიტული მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, „მასტერს 1000“-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც კორონავირუსის საფრთხის გამო, წლეულს ცინცინატიდან ნიუ იორკში გადაიტანეს.

ფინალში, რომელიც ზუსტად 2 საათს გაგრძელდა, ჯოკოვიმა კანადელ მილოშ რაონიჩს 1:6, 6:3, 6:4 მოუგო.

ჯოკოვიჩმა ჯამში, კარიერაში მე-80 ტიტული მოიგო. ასევე, 35-ე მასტერსი და ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

0.113368