ფეხბურთი

23:42 | 29.08.2020 | ნანახია 0 - ჯერ

პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი: "მესი პარიზში გადავა, მას რონალდუ და გვარდიოლაც შეუერთდებიან"

„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ფაბრის პანკრატმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ფრანგულ გუნდში გადავა და მას მოგვიანებით კრიშტიანუ რონალდუ და პეპ გვარდიოლაც შეუერთდებიან.

Le Parisien-თან საუბარში პანკრატი ამბობს, რომ პსჟ ოთხ უცხოპლანეტელს მოუყრის თავს:

„ვიტყვი რასაც ვფიქრობ. როგორც ქალაქი, მანჩესტერი მახინჯია, ნაცრისფერი, ყოველთვის წვიმს. ბევრი პარამეტრია, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ მესი პარიზში გადავა. 2021 წელს მას კრიშტიანუ რონალდუც შეუერთდება და პეპ გვარდიოლაც.

ვფიქრობ, რომ მესიმ და გვარდიოლამ ადრე ისაუბრეს და ესპანელმა მას უთხრა: „იტყვიან, რომ მანჩესტერში გელოდები, მაგრამ წადი პარიზში და არ ინერვიულო, შემდეგ წელს მეც იქ ვიქნები“. მე ასე მგონია, პსჟ იქნება მსოფლიოში პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიოში ოთხ უცხოპლანეტელს მოუყრის თავს - რონალდუ, მესი, ნეიმარი და მბაპე, გარდა ამისა, სოცრად კარგი მწვრთნელი.

მესი 33 წლისაა, რონალდუ 35 წლის, მაგრამ მათი დონის ფეხბურთელებს სირბილი არ სჭირდებათ, ბურთი მათი მიმართულებით მიემართება. შესაძლოა მოედანზე უფრო ნელა იმოძრაონ, მაგრამ ახალგაზრდა თანაგუნდელები გააკეთებენ ხვა საქმეს.

თუ შეიძლებოა ჯანლუიჯი ბუფონის ან დევიდ ბექჰემი 37 წლის ასაკში შეძენა, მაშინ რატომაც არა მესისა და რონალდუს დამატება, რომლებიც ძალიან პროფესიონალები და კონკურენტუნარიანები არიან“, - თქვა პანკრატმა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 20.06.2018
Juventino Per Sempre (170)

თემო შენი თავიც ერტფეროვნად ლაპლაპებს მაგრამ ვინმეს აქვს პრეეტენზია ?

20:58 | 19.06.2018
paata2727 (294)

ეე...პროფესორა....გეტყობა სამხრეთელებს რომ გულშემატკივრობ....ინგლისს აკლია ფანტაზია????? გუნდმა მარტო პირველ ტაიმში შექმნა 5-6 100 % მომენტი.....მეორეში ტუნის 11 კაცით ჩაჯდა და მასეთ დამცველ გუნდს აგერ მესიმაც ვერაფერი მოუხერხა...რა ფანტაზია გინდა...???? მიაპრესინგეს ტუნისი....აიძულეს კუთხური....დაუსხლტა კეინი მცველს და შეთხარა....ნეტა ასე ჩბენ გვეტამაშა....ინგლისი ძალიან მშიერი გუნდია...გამოუცდელი..მაგრამ ძაააააააან სახიფათო

19:45 | 19.06.2018
დევიღუპეთ (514)

ეს რომ ყოფილიყო ინგლისის ტრენერი და ჟურნალისტს ეკითხა ერთფეროვნად რატო ითამაშამეთო დედის ხახას გამოუღებდა მინაშვილს, რას ამბობთ იგნლისს 1880 წლის მერე ამდენი მომენტი ერთ თამაშში არ ქონიაო

15:59 | 19.06.2018
mjgiri (8951)

ქეცბაიამ უყურა ინგლისის თამაშს?
1-უოკერი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა,და იქ არ გამოდის თამაში.სწორედ ესაა აკიდებული პენალტის მიზეზი.
2-ინგლისს 2 სრულფასოვანი სათამაშო სქმა აქვს.გუშინდელი სქემა იყო მიმართული ბურთის სწრაფ გათამაშებაზე მოედნის მესამე მეოდხედში,რაც პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოსდიოდათ.არის ვარიანტი უოკერის ლატერალად გამოყენების და დაიერის საყდენ ზონაში ჩასმის.ეგ უფრო პოზიციური შეტევისთვისაა.
3-კუთხურებს რაც შეეხება,ეს ძალიან მნიშვნელოვანია,და ამ ასპექტში ძაან მომატებული აქვთ ინგლისელებს.ეს მწვრთნელის მუშაობაზე მიუთითებს და ქეცბასთვის შეიძლება უცნაური იყოს

15:54 | 19.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ინგლისზე ნაწილობრივ ვეთანხმები ნაწილობრივ არა.ინგლისი არც მე მგონია მთავარი ფავორიტი ლოგიკირად არც არის მაგრამ იმაში ვერ დავეთანხმები რო ინგლისელებს მარტივი კომბიმაციები ქონდათ და სწორხაზოვნად უტევდნენ არა პირველი ტაიმი ძაან მაგარი იყო ინგლისი ძალიან ჭკვიანური კომბინაციებით ერთადერრთი რაშიც დაადანაშაულებ გამოუყენებელი მომენტები იყო.რუსეთს რაც შეეხება ალბათ კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩი მიემატება ამ ტურნირს ყველაფერი სალაჰზეა მჯერა რო ეგვიპტე გავა.არამგონია მომო100%მზად იყოს მაგრამ შეეცდება მაქსიმუმს დადებს

15:53 | 19.06.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

რაო რაო თემურაამ ? ინგლისია ერთფეროვანიო ?
ოოოხ შე მრავალფეროვანო !!!

17:12 | 19.06.2018
giogobi (197)

თავის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებთან შედარებით იყო ერთფეროვანიო

0.067385