ფეხბურთი

20:51 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერის სადებიუტო გოლმა „ჩელსის“ ვერ მოაგებინა

ამხანაგურ მატჩში „ჩელსი“ სტუმრად „ბრაიტონ ალბიონს“ შეხვდა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. სხვა შემთხვევაში ამ ფაქტისთვის შეიძლება ყურადღება არც მიგვექცია, მაგრამ საინტერესოა, რომ „არისტოკრატთა“ მაისური პირველდ მოირგო გერმანიის ნაკრების შემტევმა, ტიმო ვერნერმა.

ტიმოს დებიუტი იღბლიანი გამოდგა. მან უკვე მე-4 წუთზე კალუმ ჰადსინ-ოდოის პასით გახსნა ანგარიში. 49-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, ნილ მოპემ პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, ბრაიტონელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება. ბოლო წუთზე პასკალ გროსმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

ვერნერი „ჩელსიში“ ივნისში გადავიდა „ლაიფციგიდან“ 53 მილიონ ევროდ.

0.118401