მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, „ევერტონთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. კოლუმბიელი წელიწადში ჯამაგირად 4,5 მილიონ ევროს მიიღებს - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი.
29 წლის ფეხბურთელი ხელფასის განახევრებას დათანხმდა, რათა მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ეთამაშა. ამათ ერთად ადრე „რეალსა“ და „ბაიერნში“ უმუშავიათ.
„რეალი“ და „ევერტონიც“ აქტიურად ურთიერთობენ. მადრიდულ კლუბს 25 მილიონი ევროს მიღება სურს, ლივერპულელები ფასის დაწევას ცდილობენ.