ფეხბურთი

20:00 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსმა" თავის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

ინგლისურმა „ლიდს იუნაიტედმა“ ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი როდრიგო მორენო ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის ღირებულებამ 27 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც იორკშირელთა ისტორიაში სარეკორდი შენაძენია.

„ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია და მინდა გუნდს სეზონში დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, - თქვა ესპანელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

როდრიგოს ინგლისში აქამდეც უთამაშია, როდესაც 2010-2011 წლების სეზონში „ბოლტონში“ თამაშობდა და 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას შემდეგ კი „ბენფიკასა“ და „ვალენსიაში“ ირჯებოდა, „ღამურებში“ მან 220 თამაშში 59 გოლის გატანა მოახერხა.

0.117084