ფეხბურთი

16:53 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეპაის "ლიონის" დატოვება უნდა

მემფის დეპაიმ 2020-2021 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ლიგა 1-ის პირველივე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, „ლიონმა“ კი „დიჟონი“ 4:1 დაამარცხა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, გამორიცხული არაა გუნდი უახლოეს ხანში დატოვოს, რადგან უფრო მაღალი მიზნებისთის ბრძოლა სურს.

„ჩემი საუკეთესო თამაში არი იყო, მაგრამ სეზონის საუკეთესო დასაწყებად გამარჯვება კარგია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ სამი გოლი გავიტანე, დავინახეთ, რომ დიდ გუნდებთან ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და პატარა გუნდებიც დავამარცხოთ. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ არც ის ვიცი აქ ვითამაშებ თუ არა მომდევნო სეზონში. აქ ოთხი წელია ვარ, კაპიტანი გავხდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდადა ჩემი მომავლის შესახებ თუ მკითხავთ, არ ვიცი“, - თქვა დეპაიმ.

0.16655