ფეხბურთი

14:04 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ბარსელონაში მესისთვის ჩავიდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსელონაში ჩავიდა. ამაში უცნაური და სენსაციური რა უნდა იყოს, პეპი მშობლიურ ქალაქს ესტუმრა, მაგრამ ესპანური მედია განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, გვარდიოლა ბარსელონაში ლიონელ მესისთან პირადად შესახვედრად ჩავიდა, რომ ინგლისში ტრანსფერი განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონადან“ წასვლა უნდა, ყველაზე აქტიურად კი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა განიხილება.

0.111712