საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებილი შტატების ღია პირველობის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება. მსოფლიოს რეიტინგში ნიკოლოზი ამჟამად 30-ე ნომერია, ხოლო ავსტრალიელი - 43-ე.
ქართველი და ავსტრალიელი ერთმანეთს აქამდე ATP-ის ტურის ძირითად ბადეში ერთხელ შეხვდნენ - 2018 წლის პარიზის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილი გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან მილმანმა თამაში ვერ შეძლო. 2016 წელს პეკინის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ჯონმა ნიკოლოზი 6:7, 6:1, 6:4 დაამარცხა, ხოლო რაანანას ჩელენჯერზე 2015 წელს ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მოუგო ჯონს და საბოლოოდ ნიკოლოზი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გასულ წელს ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობაზე ორი მატჩი მოიგო და მესამე წრეში გერმანელ დომინიკ კოეპფერთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი მილმანს მოუგებს შემდეგ წრეში ფრენსის ტიაფოს და ანდრეას სეპის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგრეა ზუსტად