"მანჩესტერ სიტის" და "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ცლაუდიო ბრავო "ბეტისში" გააგრძელებს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა მატეო გონსალესმა ტვიტერის გვერდის მეშვეობიტ გაავრცელა. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სევილიელები ბრავოს ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარადგენენ.
37 წლის ჩილელმა მეკარემ "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე თვეს დატოვა და ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა "ქალაქელების" მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა, გაუშვა 16 გოლი და ხუთ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.