ფეხბურთი

19:59 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება დიდი უპირატესობით: დავითაშვილი "როტორში" უკვე საუკეთესოა

ვოლგოგრადის „როტორის“ გულშემატკივრებმა მოსკოვის „სპარტაკთან“ (0:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თავისი გუნდის რიგებიდან ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს.

ზურიკომ სულ მეორედ ითამაშა „როტორში“ და პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში. ქართველ შემტევს გულშემატკივართა ხმების 67% ერგო და დანილ სტეპანოვისა (21%) და სედრიკ გოგუას (6%) დიდი უპირატესობით აჯობა. ცნობისთვის, ამავე მატჩში ვოლგოგრადელთა რიგებში სოლომონ კვირკველიას დებიუტი შედგა, ხოლო ჯანო ანანიძესა (ჯერ კიდევ დებიუტის მოლოდინშია, რადგან ფორმაში არაა) და ბექა მიქელთაძეს არ უთამაშიათ.

„სპარტაკთან“ დავითაშვილმა დიდებული დრიბლინგი შეასრულა, როდესაც ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და გიორგი ჯიქია რამდენჯერმე ადვილად მოატყუა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჯარიმა დაარტყა და ხარიხა გადაეღობა წინაღობად... მოგეხსენებათ, ზურიკო "როტორში" "რუბინმა" 2021 წლის ზაფხულმდე გაანათხოვრა.

„როტორმა“ განვლილ 5 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა. ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 29 აგვისტოს, სტუმრად „ხიმკისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124645