ფეხბურთი

18:41 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ვის არ უნდა მესი თავის გუნდში?"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. გერმანელის განცხადებით, ყველას სურს არგენტინელთან მუშაობა, მაგრამ ეს ოპერაცია „წითლების“ შესაძლებლობებს სცდება.

„ვის არ სურს მესი თავის გუნდში? მაგრამ ჩვენთვის არანაირი შანსი არ არსებობს, ოპერაციის ციფრები მიუწვდომელია“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ბოლო ცნობებით, არგენტინელი დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119826