ფეხბურთი

14:38 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძე: "ჰაპოელს ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა"

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ევროპა ლიგას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. გია გეგუჩაძის გუნდი ბეერ-შევას „ჰაპოელს“ ესტუმრა და 0:3 წააგო. მატჩის შემდგომ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

55 წლის სპეციალისტის განმარტებით მოედანზე განვითარებულ მოვლენებს საბოლოო ანგარიში არ შეესაბამებოდა.

“ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მარცხი, შეგვიძლია, გარკვეულწილად უიღბლობასაც დავაბრალოთ. ჰაპოელს ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე არ ვიტყვი იმას, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ეს ანგარიში მართლაც რომ მეტისმეტია. მინდა, ჩემი ბიჭების სასახელოდ ვთქვა, რომ მოინდომეს. კარის ასაღებად კარგი მომენტები გვქონდა.

რთული თამაშს მოლოდინი გამართლდა და საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ამით ჩვენი მიზნები და ამოცანები არ იცვლება, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მარცხი არავის უხარია – არც ჩვენ, არც ფეხბურთელებს და თავისთავად ცხადია, არც გულშემატკივრებს. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. ამ შეფასების გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, აუცილებლად იქნება პროგრესი," - თქვა გეგუჩაძემ.

0.121373