თამაშგარე

13:38 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერზინგერი და დიმიტროვი ერთმანეთს ვერ ეშვებიან

ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შერზინგერი და ბულგარელი ვეტერანი მეჩოგნე გრიგორ დიმიტროვი ერთ წელიწადზე მეტია რაც დაშორდნენ და ახლა უკვე ორივეს ნაპოვნი აქვს ახალი მეწყვილე. მიუხედავად ამისა, არც ერთი არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ მეორეს გვარიანად არ “წაჰკბინოს“.

ცოტა ხნის წინ ნიკოლ შერზინგერმა განაცხადა, რომ დმიტროვისთანა მოუქნელი და ბოთე კაცის მნახველი აქამდე არ იყო, რაზეც გრიგორი როგორც ჩანს გადაირია და ჟურნალისტებს “გამოუტყდა“, რომ შერზინგერი ცნობილ კაცებთან პოპულარობის გაზრდის მიზნით წვება და მას სიყვარული უბრალოდ არ შეუძლია.

ნიკოლი დიმიტროვთან შეხვედრამდე არანაკლებ ცნობილ სპორტსმენს, ბრიტანელ ავტომრბოლელ ლუის ჰემილტონს ხვდებოდა და როგორც თავად ამბობს იმიტომ დაშორდა, რომ ლუისს ქორწინების გაგონებაც არ სურდა. თუმცა, დიმტროვისგან განსხვავებით, ჰემილტონზე დაშორების შემდეგ მწარე-მწარეები ნამდვილად არ ულაპარაკია.

0.157995