ფეხბურთი

10:54 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი და "იუვენტუსი" თანამშრომლობით დაინტერესდნენ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. ურუგვაელი ფეხბურთელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და მისი ესპანეთიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ლუისის აგენტი კი „იუვეს“ დაუკავშირდა, რომელიც გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს. სუარესს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და არაა გამორიცხული ვადაზე ადრეც შეწყდეს, ეს ტურინელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დიდი შანსია, რომ სუარესი მალე თავისუფალი აგენტი გახდეს.

თუმცა, პრობლემატურია სამხრეთამერიკელის ხელფასი, რადგან „ბარსაში“ მისი გასამრჯელო 11 მილიონი ევროა და იტალიელები ამხელა ხელფასის გადახდას არ აპირებენ. ამასთან იტალიურ მედიაში ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ სუარესისა და იგუაინის გაცვლა შესთავაზა, მაგრამ კატალონელებისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 283 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110137