ლონდონის „ჩელსიმ“ ნიჭიერი ფრანგი მცველი მალანგ სარი დაიმატა. ინფორმაცია „არისტოკრატების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
სარის „ნიცასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, ლონდონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. თუმცა, მომდევნო სეზონში მას გაანათხოვრებენ და ეს ცნობაც ოფიციალურად დაადასტურეს.
სარის განათხოვრების მიზეზი სათამაშო პრაქტიკის მიღება და გამოცდილების შეძენაა. ის „ნიცაში“ 2016 წლიდან ირიცხებოდა და 119 თამაშში 3 გოლი გაიტანა. მალანგ სარი მიმდინარე ზაფხულს "ჩელსის" მეოთხე ახალწვეულია ჰაკიმ ზიეჩის, ტიმო ვერნერისა და ბენ ჩილველის შემდეგ.