ჩოგბურთი

1:09 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ სეზონში თავისი წაუგებელი სერია გააგრძელა - ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენის მეოთხედფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6-3, 6-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთის პირისპირ ბერძენი სტეფანოს ციციპასი და კანადელი მილოშ რაონიჩი დადგებიან.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა, ვინც ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალში მერვედ ითამაშებს, შტრუფის შეცდომებით კარგად ისარგებლა და 62 წუთში მოათავა საქმე. ამ სეზონში ეს მისი 24-ე გამარჯვებაა. ნახევარფინალები ამაღამ უნდა გამრთულიყო, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ რასისტული უსამართლობისადმი პროტესტის გამოსახატად, ტურნირი ერთი დღით შეწყდა. ნახევარფინალები კი პარასკევს გაიმართება, როცა ტურნირის დასრულება იყო დაგეგმილი.

მეოთხედფინალშივე მეოთხე ნომრად განთესილმა ციციპასმა ტურნირს ამერიკელი რეილი ოპელკა გამოთიშა. ციციპასი 5-6-ს აგებდა, როცა ოპელკამ მუხლის ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბერძენის მომდევნო მეტოქე რაონიჩმა, 4-6 7-6(2) 7-5 მოუგო სერბ ფილიპ კრაინოვიჩს.

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩამდე, მასტერსის ერთი და იგივე ტურნრის ნახევარფინალში რვაჯერ ჯიმი კონორსს, სტეფან ედბერგს,როჯერ ფედერერს და ბილ ტალბერტს აქვთ ნათამაშები. მისმა მომდევნო მეტოქე ბაუტისტა აგუტმა მეოთხედფინალში რუს დანიილ მედვედევს 1-6 6-4 6-3 მოუგო. არადა პირველი სეტის იოლად წაგების შემდწგ, მეორეში სამი ბრეიკ პოინტის მოგერიებამაც მოუწია, რის შემდეგაც, თამაში გამოასწორა და თავის სასარგებლოდ დაასრულა.

0.123316