ფეხბურთი

23:49 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "ჰაპოელთან" ვერაფერი გაახერხა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ვერაფერს გახდა ბეერ-შევას „ჰაპოელთან“. გამოცდილებამ და კლასმაც თავისი გააკეთა, ებრაულმა გუნდმა მთლიანობაში ადვილად და დამსახურებულად მოიგო.

„დინამო ბათუმი“ ყრუ დაცვაში არ ყოფილა და მეტოქეს ხშირად აწუხებდა, მაგრამ ეგაა, რომ ეს საკმარისი არ გამოდგა. საპასუხოდ კი მასპინძლებმა შეტევაში მაქსმუმი გამოადნეს.

თამაში ჟოსუეს სწრაფი გოლით დაიწყო და „ჰაპოელი“ წინ გავიდა. 21-ე წუთზე კი მასპინძლებს ძალიან გაუმართლათ. კაბას დარტყმა ხიფათს არ შეიცვადა, მაგრამ ბურთი გზად მამუკა კობახიძეს მოხვდა და ისეთი ტრაექტორია მიიღო, მიხეილ ალავიძე უშანსოდ დარჩა.

ორბურთიანი უპირატესობა უკვე პრაქტიკულად ყველაფრის დასრულებას ნიშნავდა. ასეც იყო, მაგრამ „ჰაპოელმა“ კიდევ უფრო გაამყარა ანგარიში მას შემდეგ, რაც ჟოსუემ დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა საჯარიმო დაარტყმა უნაკლოდ.

„დინამო ბათუმისთვის“ ევროპა ლიგა მიმდინარე სეზონში დასრულდა. ამრიგად, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივმა“ გადალახა, მასთან ერთად ითამაშებს „დინამო თბილისიც“, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადაინაცვლა.

„ჰაპოელი“ – „დინამო ბათუმი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კობახიძე (ა.გ), 3:0 ჟოსუე (61)

0.13656