ფეხბურთი

23:10 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი და "ლოკომოტივი"! თბილისური გუნდი შემდეგ ეტაპზეა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „ლოკომოტივმა“ დაძლია! გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გაცილებით გამოცდილი და ერთი შეხედვით ძლიერი „კრაიოვა უნივერსიტატეა“ დაამარცხა და მეტად ფასეული გამარჯვება მოიპოვა.

„რკინიგზელებმა“ რუმინულ მეტოქეს ძალიან ჭკვიანური და ტაქტიკურად გმართული ფეხბურთი დაუპირისპირეს, რამაც შედეგი გამოიღო.

გადამწყვეტი მატჩის მეორე ტაიმის 4-წუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როდესაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო მალევე ბრწყინვალე კონტრშეტევა და კომბინაცია მაროკოელმა იმრან ომარმა დააგვირგვინა - 2:0.

ეს სერიოზული უპირატესობა იყო, მითუფრო, რომ „ლოკომოტივი“ თავს ძალზე გამართულად და კარგად იცავდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. აკი, აღნიშნა კიდევ მატჩამდე გიორგი ჭიაბრიშვილმს ფურცელზე ვიცით როგორ უტევს და იცავს თავს ჩვენი მეტოქეო და ასეც ყოფილა, არამერტო ფურცელზე, პრაქტიკაშიც შეძლო მეტოქის შეზღუდვა.

90-ე წუთზე ბაიარამმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ამას „ლოკომოტივისთვის“ დღესასწაული არ ჩაუშხამებია. „რკინიგზელებმა“ ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ევროტურნირზე ეტაპის გავლა. წილიყრა 31 აგვისტოს გაიმართება და „ლოკომოტივის“ მომავალი მეტოქეც გაირკვევა

„ლოკომოტივი“ – „კრაიოვა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (61), 2:1 ბაიარამი (90)

0.168471