ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნეიტ მაკმილანი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა.
56 წლის სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზად პლეი-ოფში წაგებული ოთხივე შეხვედრა დასახელდა.
ამერიკელმა მწვრთნელმა „პეისერსი“ 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა 329 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 183 მოიგო 136-ში კი დამარცხდა. 2013-2016 წლებში ის ამავე გუნდში ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაკმიანი გოგა ბითაძეს დიდად არ სწყალობდა, პლეი-ოფის შეხვედრებში კი ქართველს თამაშის უფლება არც მისცემია. უშუალოდ „ინდიანამ“ სერიაში „მაიამი ჰიტთან“ 4:0 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია ეს მზე რომ გაუშვეს მაგრამ როგორც დაიწერა დანტონის მოყვანას აპირებენო და დანტონი თუ მივიდა ინდიანაში გოგას შანსები ძაან შემცირდება,რადგან ეგ კაცი ფაქტიურად ცენტრით არ თამაშობს და მითუმეტეს არ დაჭირდება გუნდში 3 ცენტრი.მოკლედ ჩემი აზრით გოგა უნდა წავიდეს ინდიანადან,ამ გუნდში დამკვიდრება ძაან გაუჭირდება.თუმცა სად უნდა წავიდეს სამწუხაროდ არც ეგ იქნება გოგაზე დამოკიდებული,სადაც მოეხასიათება იქ დაატრეიდებს ინდიანა და უარეს სიტუაციაში გაუშვას შეიძლება.რამე საშუალო დონის გუნდი რომ ანახია სადაც სკამიდან 15-20 წუთი ექნებოდა სტაბილურად კარგი იქნებოდა,დღეის მდგომარეობით გოგა არ არის ნბა-ს გუნდის სასტარტო ცენტრის დონის მოთამაშე და გული არავის არ უნდა დაწყდეს ამაზე
ძალიანაც კარგი. იმედია ეშველება გოგას, ან გუნდში ანდობენ თამაშს და ან სხვაგან გაუშვებენ.
მშვენიერია
ზალიან კარგიიიი ! ახალი ტრენერი ან ათამაშებს გოგას ან გაუშვებს სხვა გუნდში 4 ცენტრი არ ჭირდება ინდიანას !