თამაშგარე

13:21 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცოტა რამ ინგლისელ ფანებზე

ინგლისის პატარა ქალაქებში, მაგალითად მანჩესტერში, ფეხბურთის გარდა, მოწიფული ჯეელისთვის რეალურად არანაირი გასართობი არ არის. ამ ხალხის ცხოვრება არის ფეხბურთი. მთელი ქალაქი ელოდება შაბათ-კვირას. მაგალითად, არიან მანჩესტერის ცნობილი გულშემატკივრები, ძმები გრიმსონები, რომლებოც ესპანეთისა და ინგლისის სანაკრებო ერთ-ერთი ძველი მატჩის დროს წავიდნენ ესპანეთში და მადრიდში, პაბში უყურეს თამაშს. შემდეგ, იქ სცემეს ესპანელი ინჩადა.

თან მადრიდში ჩააღწიეს ძალიან დიდი წვალებით. იმოგზაურეს, ჯერ გემით, ფეხით, მერე ვირით, მერე მანქანთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ესპანეთში პაბში ფეხბურთი ენახათ და ინჩადასთან ეჩხუბათ. ბარში კი ისეთი ბაგა-ბუგი ატყდა, მტრისას... მანჩესტერელმა ძმებმა სულ 6 დღე იარეს ესპანეთამდე... მერე კი ყვებოდნენ, მადრიდი მაგარი ქალაქი ყოფილაო, ამსტერდამიც ვნახეთო, იქ ქალებში ვიყავითო, მაგრამ მატერიკზე ფანობის აზრზე არავინ ყოფილაო...

ინგლისში ის ყველაფერი, რაც ფეხბურთს უკავშირდება, არის ერთგვარი ცხოვრების წესი. ის მოსაზრება, რომ ინგლისელი ქომაგები ყველა ხულიგანია, არ არის მართალი. გავიხსენოთ, ამ 15 წლის წინ “ლიდსის” გულშემატკივრებს სტამბულში რაც უქმნეს თურქმა ფანებმა. ინგლისელები ასეთი სასტიკები თითქმის არასოდეს არ არიან. ბოლო წლებში კი, ინგლისელი ქომაგები ლამის ყველაზე სანიმუშოდ იქცნენ მთელს ევროპაში.

0.133799