ფეხბურთი

1:54 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აპოლონის" მწვრთნელი: "ერთი თამაშია და შეცდომის ადგილი არაა"

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიმასოლის „აპოლონი“ თბილისის „საბურთალოს“ შეხვდება და კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტიმ პრეკოსკონრეცია გამართა.

მისი განცხადებით, „აპოლონი“ საუკეთესო ფორმაში არაა და ერთრაუნდიანი დაპირისპირებები ყოველთვის რთულია, მაგრამ მიზანი ერთია - მომდევნო ეტაპზე გასვლა.

„ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ რთული მატჩი იქნება, რადგა გამარჯვებული ერთ შეხვედრაში უნდა გაირკვეს. მეტოქის რამდენიმე თამაში ვნახეთ ჩემპიონატში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს. ვეცდებით, რომ პირველივე წუთიდან ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ვიცით, რომ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა არ შეგვიძლია.

„ომონიას“ მაგალითმა გვაჩვენა, რომ ერთმატჩიანი დაპირისპრება ყოველთვის რთულია და შეცდომის ადგილი ამ დროს არაა, თუმცა ასეა ყველა გუნდისთვის და მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მიუხედავად რამდენიმე კვირაში რამდენიმე პრობლემისა, მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვართ, ეს არ ეხება სათამაშო ფორმას, მაგრამ თამაშზე კონცენტრირებულები ვართ. ჩვენი ერთადერთი მიზანი შემდეგი ეტაპის საგზურია“, - თქვა ავგუსტიმ.

შეგახსენებთ, „აპოლონი“ – „საბურთალოს“ მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.120086