ფეხბურთი

0:29 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

შალამბერიძე: "თამაშის მნიშვნელობა გაცნობიერებული გვაქვს"

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსულ „აპოლონთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქეზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიეს და მიუხედავად მისი სიძლიერისა, თავისი ფეხბურთელების ეიმედება:

– ყველანი მობილიზებული ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში მოახლოებულ შეხვედრას საბრძოლო განწყობით ვხვდებით.

ამ წყვილში ფავორიტიაპოლონია”. მეტოქის რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევთ?

– “აპოლონი” გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ვფიქრობ, თავდასხმის ხაზი გამორჩეული ჰყავს – დაბო და ბენჩოპი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. თუმცა, ეს უკანასკნელი ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში, ვერ გეტყვით, რადგანაც როგოროც ვიცი მცირე ტრავმა ჰქონდა.

თქვენს თანამემამულე, თემურ ქეცბაიასთან თუ გქონდათ საუბარიაპოლონისშესახებ და რა ინფორმაცია მოგაწოდათ?

– ახლა ისეთი დროა, მეტოქეზე ინტერნეტში მაქსიმალურად შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია, თუმცა მოწინააღმდეგეზე გარკვეული დახასიათება კვიპროსში მყოფი ქართველებისგანაც მივიღე.

რა სტილის ფეხბურთს ითამაშებსსაბურთალო”?

– “საბურთალო” ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ამ კურსის გადახვევას არ ვაპირებთ, თუმცა ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა. ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბრძოლას გავუმართავთ მასპინძლებს.

– “საბურთალოსცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული. კიდევ ვინ დაგაკლდებათ?

– ცენტრალური მცველები ჯანმრთელად არიან, უბრალოდ ხან მოუწევს ფეხბურთელს ძირითადში თამაში, ხან არა. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ისინი ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე იბრძოლებენ და წარმატებისის მისაღწევად, მაქსიმუმს გაიღებენ.

„აპოლონი“ – „საბურთალოს“ მატჩი 21 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

0.117765