ფეხბურთი

21:40 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ დინ ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 23 წლის მეკარე კვირაში 120,000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მეკარე იქნება მსოფლიოში.

ჰენდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და გასული სეზონი იჯარის წესით "შეფილდ იუნაიტედში" გაატარა. 2019/20 წლების სეზონში დინმა 40 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლი გაუშვა.

ჰენდერსონი "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოში დააწინაურეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ფეხბურთელს ერთი შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული. Sky Sports-ის ინფორმაციით კი მეკარის სხვა გუნდში გაშვება იჯარის წესით აღარ იგეგმება. ეროვნულ ნაკრებში დინი 2019 წელს ოთხჯერ იყო გამოძახებული, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

0.120129