ფეხბურთი

21:20 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩიჩი "ჩელსის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი "ჩელსის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც "არისტოკრატების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საუკეთესო მოთამაშე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად დაასახელეს.

მატეო "ჩელსიში" 2018 წელს იჯარის წესით მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ ინგლისელებმა ხორვატი გამოისყიდეს. გასულ სეზონში კოვაჩიჩმა "არისტოკრატების" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112918