ფეხბურთი

18:14 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი პრემიერლიგასთან ახლოსაა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა.

ხამესის „ევერტონში“ გადაწყვანის ინიციატორი კარლო ანჩელოტია, რომელიც კოლუმბიელს ძალიან კარგად იცნობს, რადგან სწორედ მისი სურვილით ის „რეალმა“ 2014 წელს შეიძინა.

მადრიდელები სამხრეთამერიკელში 40 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ „ევერტონი“ იმედოვნებს, რომ ესპანურ კლუბს 35 მილიონ ევროდ მოურიგდება.

შეგახსენებთ, რომ ხამესმა გასულ სეზონში მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ენვიგადოში“, „ბანფილდში“, „პორტუში“, „მონაკოსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113251