ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დღეს შესაძლოა ცნობა ოფიციალურად დადასტურდეს.
„მილანმა“ თანხმობა განაცხადა შვედის მოთხოვნილ პირობებზე, რაც წელიწადში 7 მილიონი ევროს ხელფასს გულისხმობს.
იბრაჰიმოვიჩი „როსონერიში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. ლეგენდარული შვედი იტალიურ კლუბს გასულ ზამთარს დაუბრუნდა და 20 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.
Please log in to post a comment Log in Or Register