ფეხბურთი

21:24 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ევროპის სუპერთასზე გულშემატკივრების 30%-ს დაუშვებს

უეფას გადაწყვეტილებით უეფას ევროპის სუპერთასს მაყურებლები დაესწრებიან. ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა.

მიუნხენის „ბაიერნის“ და „სევილიას“ შეხვედრას, რომელიც 24 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება „ფერენც პუშკაშის“ სახელობის სტადიონის ტევადობის 30% დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პანდემიის შემდეგ პირველი მატჩი ევროტურნირის ეგიდით, რომელსაც ნაწილობრივ მაინც გულშემატკივრები დაესწრებიან.

0.127108