ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ოფიციალური დასტური რჩება.
სილვა ლონდონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელს ფლორენციის „ფიორენტინაც“ იწვევდა, მაგრამ არჩევანი ინგლისში თამაშზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა და 317 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან საფრანგეთში 23 ტიტული მოიგო, კონტრაქტი კი ორი დღის წინ ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.