ფეხბურთი

13:51 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ხელფასებს ამცირებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ სთხოვს პირად ხელშეკრულებებს გადაავლონ თვალი და ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბში ეკონომიკური კრიზისი კვლავაც გრძელდება - გვამცნობს Mundo Deportivo.

ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და სერხი რობერტოს, შესაძლოა, ხელფასები გვარიანდ ჩამოაჭრან. ხელმძღვანელები სთხოვენ ამ ოთხეულს, რომ კარგად დაფიქრდნენ, გადაწყვეტილების მიღების წინ, რადგან ისინი გუნდის ლიდერები არიან ლეო მესის, ლუის სუარესსა (რომელიც უკვე ეძებს ახალ კლუბს) და ანტუან გრიზმანთან ერთად.

ესპანური მედია ასევე წერს, რომ ამ ზაფხულს სუარესთან ერთად, გუნდს სავარაუდოდ სამუელ იუმტიტი, არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩიც დატოვებენ.

0.111774