ფეხბურთი

11:49 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ბაიერნს“ ყველა პოზიციაზე მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს მიუნხენის „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შესახებ გაუზიარა აზრი. ეს ტიტული ბავარიელებმა ხომ სწორედ მერსისაიდელებს ჩამოართვეს.

„ძნელია 8 თვეში ისტორია უკეთ დაწერო, ვიდრე ეს ფლიკმა გააკეთა. „ბაიერნს“ ცოტა გაუმართლა ამ ქაოსში კალენდართან დაკავშირებით. თუმცა ეს მეორეხარისხოვანია. გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული. ყოველ პოზიციაზე მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს, თანაც, სათანადო ასაკში.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ZDF.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კინგსლი კომანის გოლით 1:0 მოუგო. „ლივერპული“ კი მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (0:1, 2:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111927