ფეხბურთი

1:26 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, პირლომ - სამწვრთნელო კარიერა (+VIDEO)

ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ და სამწვრთნელო კარიერაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. იტალიის ჩემპიონი Continasa-ს ბაზაზე შეიკრიბა, სადაც 2020-2021 წლების სეზონის სამზადისი ოფიციალურად დაიწყო.

„იუვენტუსს“ მხოლოდ ახალწვეული არტური და ტრავმირებულები, პაულო დიბალა და მატიას დე ლიხტი აკლდნენ.

გუნდთან ერთადაა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც გავრცელებული ჭორების მიუხედავად, დამდეგ სეზონსაც ტურინულ გრანდში გაატარებს.

იტალიის სერია A-ს დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და 19 სექტემბერს დაიწყება.

0.114779