ფეხბურთი

23:54 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ შეათანხმა

ტიმო ვერნერის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი გააძლიერებს. Bild-ის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ შემტევის კაი ჰავერცის ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.

გარიგების საფუძველზე „ჩელსი“ გერმანულ გუნდს 100 მილიონ ევროს გადაუხდის, რაშიც ბონუსებიც შედის. ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას უახლოეს ხანში ელოდებიან.

გასულ სეზონში ნიჭიერმა გერმანელმა შემტევმა ყველა ტურნირის ჩათვლით 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

0.119607