მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ სოლომონ კვირკველიას გუნდიდან წასვლა სათამაშო პრაქტიკის საჭიროებით ახსნა. კიკნაძის განცხადებით, ქართველს შეუძლია „რკინიგზელთა“ რიგებში დაბრუნდეს.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან დაბრუნდება. შეგვიძლია მისი დაბრუნება პუნქტის მიხედვით, უბრალოდ მესმოდა, რომ სკამზე იჯდა და სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია. მან ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთა და ბევრი მოგვცა. თუ შეძლებს დამტკიცებას, რომ უნდა დაბრუნდეს, მაშინ... სათამაშო პრაქტიკა საჭიროა“, - უთხრა კიკნაძემ Championat-ს.
შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის ზამთრიდან თამაშობდა და 109 შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა. ქართველი მცველი რამდენიმე დღის წინ ვოლგოგრადის „როტორში“ 1-წლიანი იჯარით გადავიდა.