ფეხბურთი

14:40 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბაიერნის" ნაცვლად "ბაიერს" მიულოცა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ გერმანულ გუნდს გამარჯვება მიულოცა. თუმცა, ბრაზილიელმა „ბაიერნის“ სახელი შეცდომით დაწერადა ჩემპიონობა „ბაიერს“, ანუ „ლევერკუზენს“ მიულოცა.

„წაგება სპორტის ნაწილია, ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. ვულოცავ „ბაიერს“, - დაწერა ნეიმარმა.

„ლევერკუზენი“ ბრაზილიელს ვალში არ დარჩენილა და „ჩემპიონობის მილოცვაზე“ მადლობაც გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენი“ 1:0 დაამარცხა და მეექვსედ გახდა კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115016