1938. დაიბადა ჟოზე ჟოაუ ალტაფინი. ბრაზილიისა და იტალიის ნაკრების, “პალმეირასის” (1956-58), “მილანის” (1958-65), “ნაპოლის” (1965-72), “იუვენტუსის” (1972-76), შვეიცარიული “კიასოს” (1976-79) ფორვარდი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1963 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი (1962, 1974, 1975). 1962 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. იტალიის სერია A-ში ჩაატარა 459 მატჩი, გაიტანა 216 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1890. შოტლანდიის საფეხბურთო ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შესრულდა. მისი ავტორი “რეინჯერსის” მოთამაშე ჯეიმს მაკფერსონი გახლდათ. მან სამი გოლი “კამბუსლენგს” გაუტანა, მატჩი კი, 6:2 დასრულდა.
1904. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჰოლკომბ უარდმა უილიამ კლოტიე 10:8, 6:4, 9:7 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით ოცდამეოთხე ჩემპიონი გახდა.
1908. ტომ ბარნსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბილ სკვირზი მეცამეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1923. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ სამ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:11,2).
1929. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ელენ მუდმა ელენ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 43-ე ჩემპიონი გახდა.
1958. საბჭოთა მძლეოსანმა სერგეი პოპოვმა სტოკჰოლმის მარათონული გარბენი მოიგო (2:15,17).
1963. ვენესუელად დედაქალაქ კარაკასში ადგილობრივი “ოპორტოსა” და მადრიდის “რეალის” მატჩის წინ მატჩის წინ ტერორისტებმა ალფრედო დი სტეფანო გაიტაცეს. ამით მათ მსოფლიოს საზოგადოებრიობის ვენესუელას პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევა მოინდომეს.
1963. დონ შოლანდერმა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და პირველი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული დისტანცია ორ წუთზე სწრაფად დაფარა (1:58).
1963. სტარტი აიღო გერმანული ბუნდესლიგის პირველმა ჩემპიონატმა. სასტარტო მატჩებს 297 ათასი მაყურებელი (საშუალოდ 37 125) დაესწრო. პირველ ტურში 8 მატჩში 22 გოლი გავიდა. ბუნდესლიგის საწყისი პირველობის სტარტის მომენტში 16 კლუბში მხოლოდ სამი ლეგიონერი იყო. ესენი ავსტრიელი ჰუბერტსი (მაინის ფრანკფურტის “აინტრახტი”), ჰოლანდიელი პრინსი (“კაიზერსლაუტერნი”) და იუგოსლავიელი მეკარე რადენკოვიჩი (“მიუნხენ 1860’) იყვნენ. ბუნდესლიგის პირველ გათამაშებაში არ მონაწილეობდნენ სადღეისოდ გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები მიუნხენის “ბაიერნი” და მიონხენგლადბახის “ბორუსია”.
1972. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტები გორდი ჰოუ და ჟან ბელივო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1975. უელვის ოთხთა ტურნირის მესამე ადგილისათვის მატჩში, თბილისის “დინამომ” ბუენოს აირესის “რივერ პლეიტთან” 1:2 წააგო და საბოლოოდ მეოთხე საფეხური დაიკავა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ზარბეგ ებრალიძემ გაიტანა. “დინამო”: გოგია, მუჯირი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, ასათიანი, ქორიძე, გავაშელი (გოჩა მაჩაიძე), გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე (ქანთარია, მჭედლიშვილი). “დინამოს” მიხაელ იაკუშინი წვრთნიდა.
1985. თბილისში სტარტი აიღო მსოფლიოს 20 წლამდელ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებმა.
1995. ბათუმის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადის “ობილიჩთან” 2:2 ითამაშა და ტურნირის მეთექვსმეტედფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა ბათუმელებმა გასვლაზე 1:0 მოიგეს). ბათუმში თამაშს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო, ქართველთაგან კი, მეორე ტაიმში (პირველი ნახევრის შემდეგ ბათუმელები 0:2 აგებდნენ) გოლები პაატა მაჭუტაძემ და ამირან მუჯირმა (პენალტით) გაიტანეს. ბათუმის “დინამო”: ბალაძე, მალანია (ღლონტი), შანიძე (კანტიძე), სიჭინავა (მუჯირი), შეყილაძე, თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე, მაჭუტაძე, ტუღუში, უჯმაჯურიძე, მინდაძე. ბათუმის “დინამოს” ვალერიან ჩხარტიშვილი წვრთნიდა.
2004. ბადროს ტყორცნაში ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, უნგრელმა რობერტ ფაზეკაშმა დოპინგ-კონტროლის გავლაზე უარი განაცხადა, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ოქროს მედალი კი ლიტველ ვირგილიუს ალეკნას გადაეცა.
2005. “ნიუკასლ იუნაიტედმა” დაადასტურა, რომ მადრიდის “რეალს” მაიკლ ოუენის ტრანსფერზე შეუთანხმდა.
2006. უეფას თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში თბილისის “ამერისა” და ბერლინის “ჰერტას” შეხვედრა 2:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში ქართული კლუბი ასპარეზობას გამოეთიშა. “ამერის” რიგებში გოლები დავითნიძემ და დავითაშვილმა გაიტანეს.
2008. პეკინში საზეიმოდ დაიხურა თანამედროვეობის XXIX ოლიმპიური თამაშები. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ჩინელები გავიდნენ (51 ოქრო, 21 ვერცხლი, 28 ბრინჯაო), მეორე საფეხური აშშ-ის ათლეტებმა დაიკავეს (36, 38, 36), მესამეზე კი რუსები აღმოჩნდნენ (23, 21, 28).
2008. პეკინის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ფინალში აშშ-ის “ოცნების გუნდმა” მსოფლიოს ჩემპიონს ესპანეთს 118:107 სძლია.
2011. სტამბოლის “ფენერბაჰჩე” ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მოკვეთეს. “ფენერბაჰჩეს” ნაცვლად ჯგუფში ბილბაოს “ატლეტიკი” შეიყვანეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1890. დიუ კაჰანამოკუ. ჰავაელი მოცურავე. 1912, 1920 და 1924 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი და ბრინჯაოს ორი მედალი.
1894. ილაიშა სკოტი. გასული საუკუნის პირველი პერიოდის “ლივერპულის” ლეგენდარული მეკარე. მერსისაიდელთა კარს 1911-34 წლებში იცავდა. ინგლისის ორგზის ჩემპიონი. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 467 მატჩი. 42 წლამდე იცავდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კარს.
1928. ტომას (ტომი) დოჰერტი. 1950-იან წლებში შოტლანდიის ნაკრების ჰავბეკი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. წვრთნიდა შოტლანდიის ნაკრებს (1971-72), “მანჩესტერ იუნაიტედს” (1972-1977). 1975 წელს “იუნაიტედი” პირველ დივიზიონში გადაიყვანა, 1977-ში კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოაპოვებინა.
1938. ჟოზე ჟოაუ ალტაფინი. ბრაზილიისა და იტალიის ნაკრების, “პალმეირასის” (1956-58), “მილანის” (1958-65), “ნაპოლის” (1965-72), “იუვენტუსის” (1972-76), შვეიცარიული “კიასოს” (1976-79) ფორვარდი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1963 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი (1962, 1974, 1975). 1962 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. იტალიის სერია A-ში ჩაატარა 459 მატჩი, გაიტანა 216 გოლი.
1950. ანდრეი იაკუბიკი. მოსკოვის “დინამოსა” და ტაშკენტის “ფახთაქორის” შემტევი ნახევარმცველი. 1972 წლის თასების თასის ფინალისტი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1982 წელს გახდა საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ-ის პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი, გაიტანა 106 გოლი.
1954. ოლგა კოროსტილიოვა. ქალ კალათბურთელთა შორის 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1964. კარლოს ერმოსილიო. 1984-97 წლებში მექსიკის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1986 და 1994 წლების ჩემპიონატების მონაწილე. კონკაკაფის ქვეყნების პირველობის ორგზის ჩემპიონი. მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 35 გოლი. მექსიკის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ამდენჯერვე გახდა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. შედის მეოცე საუკუნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთელთა საუკეთესო სამეულში.
1965. რეჯი მილერი. “ინდიანა პეისერზის” მსროლელი (201 სმ). 1994 წლის მსოფლიოსა და 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1994 წლის მუნდიალზე დაასახელეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. 18 სეზონის განმავლობაში იცავდა “ინდიანა პეისერზის” ღირსებას. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში მოპოვებული აქვს 25379 ქულა (მატჩში საშუალოდ 18,2 ქულა). ითვლებოდა სამქულიანი ტყორცნების უბადლო შემსრულებლად. ამ ელემენტის შესრულების შედეგად მოპოვებული აქვს 2560 ქულა. ოთხჯერ იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. “პეისერზის” მოთამაშეთაგან პირველი კალათბურთელია, რომელმაც “ყველა ვარსკვლავის” შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. დასახელებულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის. რეჯი მილერი ამჟამად ტელეკომპანია TNT-ის საკალათბურთო მიმომხილველია და NBA-ის მატჩებს უკეთებს კომენტარს.
1975. მინდაუგას ჟუკაუსკასი. ლიტვის საკალათბურთო ნაკრების, კაუნასის “ჟალგირისის”, ლიუბლიანის “ოლიმპიისა” და იტალიური “მონტეპასკის” ფორვარდი (202 სმ). ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. “ჟალგირისის” შემადგენლობაში 1999 წელს მოიგო ევროლიგა. სლოვენიის და იტალიის ჩემპიონი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1991. აბელ კივლატი. 1912 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1500 მეტრ დისტანციაზე რბენაში. გარდაიცვალა 99 წლის ასაკში.