ფეხბურთი

12:47 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "პირლო ისე თუ ათამაშებს გუნდს, როგორც თამაშობდა, გვარდიოლა უნდა დაიმალოს"

მინო რაიოლამ იტალიურ მედიასთან ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სიურპრიზი უწოდა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ არაა გამორიცხული პეპ გვარდიოლას დამალვა მოუწიოს.

გარდა ამისა, რაიოლამ თავისი კლიენტების შესახე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერში“ რჩება, ხოლო მატიას დე ლიხტის სახით „იუვენტუსის“ ხელში ნამდვილი საგანძურია.

დონარუმა

ჯიჯოზე არ ვილაპარაკებ და არ მინდა საუბარი. ვიცი რამდენად მგრძნობიარენი არიან გულშემატკივრები ამ სიტუაციის მიმართ. ამაზე საუბრის დრო არაა. სხვა პრიორიტეტებიც არსებობს, რაც ასევე კლუბსაც ეხება. ვნახოთ.

ბერნარდესკი

მან იცის რისი გაკეთება უნდა. ამ პერიოდში ბევრი ველაპარაკე და ის ბიჭია, რომელიც არ ჩერდება. მისი კარიერა ჯერ საწყის ეტაპზეა. ვნახოთ, შეუძლია „იუვეში“ დარჩენა, მაგრამ თუ უკეთესი ვარიანტი იქნება, სიტუაციას შევაფასებთ. მე აქ ამისთვის ვარ, მაგრამ მჯერა, რომ „იუვე“ ისევ მოინდომებს მასზე ფსონის გაკეთებას. მისთვისაც ახალი გამოწვევაა, რადგან იქ იქნება ახალი მწვრთნელი და შესაბამისად ახალი სათამაშო სისტემა.

დე ლიხტი

ის არის ნიდერლანდებიდან წარმოებული ახალი რემბრანდტი, საოცარი ფეხბურთელი. მხრის ტრავმას მკურნალობს და ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება. „იუვეს“ ხელში მნიშვნელოვანი საგანძური აქვს.

პოგბა

პოგბა „მანჩესტერის“ მთავარი მოთამაშეა. მათ მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ, რომლის ნაწილი 100%-ითაა. მის შემთხვევაში ამ ზაფხულს არანაირი წინადადება არ მიიღება, სულ მალე ახალ კონტრაქტზე დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამას სტრესის გარეშე გავაკეთებთ.

პირლო

სასიამოვნო სიურპრიზი იყო მისი „იუვეში“ დანიშვნა. ჩვენ სწორედ იმ კლუბზე ვსაუბრობთ, რომელშიც რა ტიტულიც არ უნდა მოიგო, მწვრთნელს მაინც აკრიტიკებენ. თუ პირლო გუნდს ისე ათამაშებს, როგორც ამას თვითონ აკეთებდა, მაშინ გვარდიოლამ დამალვა უნდა დაიწყოს. პირლო იყო ერთ-ერთი, ვინც თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებდა.

0.124843