სხვა

2:44 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეიტი ტეილორმა ტიტულები დაიცვა

ირლანდიელმა მოკრივე კეიტი ტეილორმა, მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები, ბელგიელ დელფინე პერსოონთან ბრძოლაში გამარჯვებით შეინარჩუნა. უშეღავათო ბრძოლაში, რომელიც მეორე იყო ამ ორ მოკრივეს შორის, სამივე მსაჯმა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, უპირატესობა ტეილორს (98-93, 96-94, 96-94) მიანიჭა.

„ვიცოდი, რომ ძალიან რთული ბრძოლა მელოდა. ბრძოლის გარკვეულ მომენტებში, მთელი ძალების მოკრება დამჭირდა. მაგრამ ვფიქრობ, უკეთესად ვიბრძოლე, ვიდრე წინა შეხვედრაში. დელფინეს წინააღმდეგ სულის მოთქმის საშუალება ვერასდროს გექნება. ის მუდამ გიტევს, გიტევს. ჩვენ ორი საოცარი ბრძოლა გვქონდა და ვფიქრობ, ამჯერად უფრო დამაჯერებლად გამოვიყურებოდი“, - განაცხადა ტეილორმა.

მათი პირველი შეხვედრა შარშან ივნისში, ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში გაიმართა. ტეილორს მსაჯებმა ქულებით გამარჯვება მიაკუთვნეს, მაგრამ მათს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიმომხილველი მაშინ თვლიდა, რომ პერსოონს უნდა მოეგო.

ამჯერად ტეილორმა დასაწყისშივე შეუტია და მეტოქეს რამდენიმე ცაცია ჰუკი აგემა. მეორე რაუნდში, პერსოონს მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთო შეუშუპდა. ტეილორს შეტევა არ შეუწყვეტია. მაგრამ ბელიეგლმა თანდათან გამოასწორა ბრძოლა და მეტოქეს არაერთი ტკივილი მიაყენა. განსაკუთრებით მარჯვედ ის მარჯვენა მუშტს ხმარობდა.

ბრძოლის მიწურულს, ტეილორმა დარტყმების სერია შეასრულა. გონგის შემდეგ, ძალაგამოლეული პერსოონი რინგზე დაეცა. ბრძოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ მეორე რაუნდში შესაძლოა ცხვირი გაუტყდა. ასე იყო თუ ისე, WBC-ს, IBF-ის, WBO-ის და WBA-ის ტიტულები ტეილორს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098026