ფეხბურთი

15:19 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა

იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია „როსობლუს“ ვებგვერდმა დაადასტურა.

განცხადებაში ნათვამია, რომ სერბი სპეციალისტი იზოლაციაში დარჩება მომდევნო ირ კვირის განმავლობაში, როგორც ამას პროტოკოლი მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იტალიურ კლუბებში არაერთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა კორონავირუსი და არაა გამორიცხული სერია A-ს ახალი სეზონის დაწყება ამის გამო შეფერხდეს.

დღევანდელი მონაცემებით სეზონი 19 სექტემბერს უნდა დაიწყოს, მაგრამ თუ მანამდე დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, სტარტი დიდი ალბათობით გადაიწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114034