ისტორია

9:54 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978. დაიბადა კობი ბრაიანტი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელი (198 სმ). 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (2000-2002) “ლეიკერსის” რიგებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ხდებოდა. 2002 წელს დაასახელეს NBA-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. 2003 წელს ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ფინალში. 2004-2005 წლების სეზონის ერთ შეხვედრაში კობი ბრაიანტის საშუალო მონაცემი იყო 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. 2006 წელს კი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში 82 ქულა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩა. ამ უკანასკნელს 100 ქულა აქვს გაკეთებული, თუმცა ბრაიანტმა 82 ქულა უფრო ნაკლები ტყორცნის შედეგად მოაგროვა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი (2000, 20001, 2002, 2009, 2010). 16-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩი (1998, 2000-2014). კობი ბრაიანტი 2020 წლის 27 იანვარს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891. შოტლანდიის საფეხბურთო ლიგაში ალექს მაკოლი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პენალტის რეალიზაცია მოახდინა. ეს ფაქტი “ლეიტ ატლეტიკთან” შეხვედრისას მოხდა, მატჩი კი, 3:2 დასრულდა.

1898. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მალკოლმ უიტმენმა დუაიტ დევისი 3:6, 6:2, 6:2, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეორმოცე ჩემპიონი გახდა.

1926. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მოლა მელორიმ ელიზაბეტ რაიანი 4:6, 6:4, 9:7 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეორმოცე გამარჯვებული გახდა.

1930. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ბეტი ნუთჰოლმა ენ ჰარპერი 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 44-ე ჩემპიონი გახდა.

1931. ჩოგბურთში, აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ მუდმა ელენ უიატენგსტოლი 6:4, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 45-ე ჩემპიონი გახდა.

1950. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და იაპონიას ამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი აღუდგინა.

1953. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ინდოეთის კლუბი “ისტ ბენგალ კლაბი” 9:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა (4), გიორგი ანთაძემ, რევაზ მახარაძემ, ალექსანდრე კოტრიკაძემ, კარლო გაგნიძემ და იური ვარდიმიადიმ გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, ნ. გაგნიძე, მახარაძე, ანთაძე, ა. კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე (ვარდიმიადი), ჭკუასელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1953. ბელგიელმა ველოსიპედისტმა არიე ვან ვლიემ სპრინტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

1956. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ინდონეზიის ნაკრებს 5:2 მოუგო. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. ქართველთაგან გოლები კალოევმა (2), კარლო გაგნიძემ (2) და ხასაიამ გაიტანეს. “დინამო”: პირაევი, ა. კოტრიკაძე, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, იამანიძე, ღოღობერიძე, ხასაია, კ. გაგნიძე, კალოევი, ჭკუასელი, მესხი.

1965. დერეკ ფორსტერი ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მან “სანდერლენდში” მეკარის პოზიციაზე 15 წლისა და 185 დღის ასაკში იასპარეზა. სანდერლენდელებს “ლესტერ სიტისთან” დაპირისპირების წინ გოლკიპერები დაუშავდათ და კარის დაცვა ფორსტერს მიანდეს.

1975. თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ უელვას ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში “სევილიასთან” 0:2 წააგო. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩიგაშვილი, ასათიანი, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, გ. მაჩაიძე, წერეთელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1985. მაროკოელმა სტაიერმა საიდ აოიუტამ გდრ-ის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე შეჯიბრების დროს, 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:29,46).

1989. აშშ-ის მძლეოსანთა კვარტეტმა 200 მეტრზე ესტაფეტით სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:19,38).

1994. თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამასების საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში ადგილობრივ “უნივერსიტატიას” 2:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გავიდა (პირველი შეხვედრა ჩვენებმა 2:0 მოიგეს). ქართველთაგან გოლები მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. “დინამო”: ზოიძე (ჩხეიძე), ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი, ა. არველაძე, ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე (იაშვილი), შ. არველაძე. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.

2001. უეფას თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისგანმეორებითმატჩშითბილისისდინამომბელორუსიის ქალაქ ბორისოვოში ადგილობრივბატესთან” 0:4 წააგო დატურნირსგამოეთიშა(პირველიშეხვედრა თბილისში ქართველებმა 2:1 მოიგეს). “დინამო”: გრიშიკაშვილი, სვანაძე, ვაშაკიძე, შაშიაშვილი, სახვაძე (კანდელაკი), ბურდული, დარასელია, ბობოხიძე, მანწკავა, შავგულიძე (შალამბერიძე), ამისულაშვილი.

2004. ბირთვის რუსი მკვრელი ირინა კორჟანენკო დოპინგის გამოყენებაში ამხილეს, ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, ოქროს მედალი კი კუბელ მძლეოსანს იუმილეიდი კუმბას გადაეცა.

2005. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “ლივერპულმა” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საკუთარ “ენფილდზე” სოფიის ცსკა-სთან 0:1 წააგო, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მერსისაიდელები გავიდნენ (ბულგარეთის დედაქალაქში მათ 3:1 მოიგეს).

2005. ინტერტოტოს თასის გათამაშების გამარჯვებულები გერმაული “ჰამბურგი”, ფრანგული “ლანსი” და “მარსელი” გახდნენ.

2006. “სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი როი კინი დაინიშნა.

2008. პეკინის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში არგენტინამ ნიგერია 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. პეკინში მატჩს 89 102 მაყურებელი დაესწრო, ერთადერთი გოლი კი ანხელ დი მარიამ გაიტანა.

2009. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში სლოვაკეთს 91:50 მოუგო.

2012. ევროპის ლიგის პლეი ოფში რუმინეთის “ვასლუისთან” სტუმრად ჩატარებული მატჩი (2:0) ხავიერ ძანეტისთვის მილანის “ინტერის” მაისურით მე-800 აღმოჩნდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909. პიოტრ სტაროსტინი. ოთხი “საფეხბურთო” ძმიდან ყველაზე უმცროსი. 1935-38 წლებში იცავდა მოსკოვის “სპარტაკის” ღირსებას და 1936 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1910. ჯუზეპე მეაცა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. 1934 და 1938 წლებში “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იტალიის ნაკრების 53 მატჩში გაიტანა 33 გოლი (შესრულებული აქვს ორი ჰეთ-თრიკი). ამ მაჩვენებლით იტალიელთაგან მეაცას მხოლოდ ლუიჯი რივა უსწრებს (35 გოლი). 14 სეზონის განმავლობაში იცავდა მილანის “ინტერის” ღირსებას. ორი წელი თამაშობდა “მილანში,” ხოლო თითო სეზონი ტურინის “იუვენტუსსა” და ბერგამოს “ატლანტაში.” სერია A-ს 367 მატჩში გაიტანა 216 გოლი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მესამე შედეგია. “ინტერის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ იყო პირველობის საუკეთესო ბომბარდირად. ჟუზეპე მეაცა პრინციპული მატჩების წინა ღამეს ხშირად საროსკიპოს სტუმრობდა. იგი 1979 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა. მოგვიანებით ჯუზეპე მეაცას სახელი მილანის “სან სიროს” სტადიონს ეწოდა.

1911. ბირგერ რუდი. თხილამურებით ტრამპლინიდან ნორვეგიელი მხტომელი. 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 1932 და 1936 წლების ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1911. ელიზაბეტ რობინსონი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე რბენაში 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1941. როინ მაღალთაძე. ძიუდოისტთა შორის (66 და 70 კგ წონითი კატეგორია) ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. 1971 წელს გახდა საბჭოთა კავშირის არაოფიციალური პირველობის გამარჯვებული. 1967 წელს მოიგო იტალიის ღია ჩემპიონატი, ხოლო 1968 წელს გახდა საფრანგეთის წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1942. ნენსი რიკი ჰანტენი. ამერიკელი ჩოგბურთელი. წყვილთა შორის 1965 და 1966 წლების აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1975. შონ მარქსი. ახალი ზელანდიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “სან ანტონიო სპერზის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2005 წლის ჩემპიონი. ათენის 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1978. კობი ბრაიანტი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელი (198 სმ). 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (2000-2002) “ლეიკერსის” რიგებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ხდებოდა. 2002 წელს დაასახელეს NBA-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. 2003 წელს ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ფინალში. 2004-2005 წლების სეზონის ერთ შეხვედრაში კობი ბრაიანტის საშუალო მონაცემი იყო 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. 2006 წელს კი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში 82 ქულა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩა. ამ უკანასკნელს 100 ქულა აქვს გაკეთებული, თუმცა ბრაიანტმა 82 ქულა უფრო ნაკლები ტყორცნის შედეგად მოაგროვა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი (2000, 20001, 2002, 2009, 2010). 16-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩი (1998, 2000-2014).

1983. რადოსლავ პავლოვიჩი. სერბეთის კალათბურთელთა ნაკრებისა და ფრანგული “დიჟონის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (203 სმ).

0.124643